იმოქმედეთ გააზრებულად, ნუ ეცდებით გადააბრალოთ სხვას საკუთარი შეცდომები. არ ღირს კაპრიზულობა და ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთოდ წარიმართება კულტურული და გასართობი ღონისძიებები, საიუბილეო და სადღესასწაულო საღამოები, ახალი კონტაქტები და ძველ მეგობრებთან ურთიერთობა. პოზიტიური დღეა კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ანტიკვარის, ძვირფასი ნივთების და ლატარიის ბილეთების შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ბინის შეცვლა და სესხის აღებას.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს, მოერიდეთ ნერვიულობას, ზედმეტად გადატვირთვას და სიმძიმის აწევას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ბეჟი და ნარინჯისფერი, ასევე სარდიონი, სერდოლიკი, ქარვა, ბრილიანტი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, ლომისა და სასწორისთვის, შედარებით რთული იქნება დღე თხის რქისა და თევზებისთვის.

 

მსგავსი თემები