LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

506
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 04:28-დან 19:06 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა ჩვეულებრივზე მეტად მოდუნებული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს სახიფათო, ავარიული შემთხვევების მიზეზი.

მოერიდეთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს და უცნობ ადამიანებთან ურთიერთობას, მოგზაურობას და შორ მანაძილზე მგზავრობას, რადგან მაღალია მოულოდნელი პრობლემების შექმნის ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – წარმატებული დღეა თვითშემეცნებისა და ცოდნის გასაღრმავებლად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად სასიკეთო დღეა იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და ოფიციალური საბუთების გასაფორმებლად, ახალი საქმის დასაწყებად ან სამსახურის მოსაძიებლად, ბინის შესაცვლელად და სესხის ასაღებად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია შეაფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. დროებით შეიკავეთ თავი მარილიანი და ცხარე საკვების მიღებისგან. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე და შავი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ოფსიდიანი, ფირუზი და საფირონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, დადებითი კოსმოსური ძალების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მორიელისა და თხის რქისთვის, დაძაბული იქნება დღე ლომისა და სასწორისთვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები