გამოიჩინეთ ინიციატივა, მოაგვარეთ კონფლიქტები კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან, რადგან სწორედ დღეს გაქვთ უთანხმოების გარკვევის საუკეთესო შანსი.

პარტნიორული ურთიერთობა – პოზიტიური დღეა საკამათო საკითხების მოსაწესრიგებლად და კომპრომისის მოსაძიებლად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ხელმძღვანელებთან კომუნიკაციისა და საკუთარი წინადადებების შესათავაზებლად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება.

ჯანმრთელობა

– გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან თხილი, თაფლი, შოკოლადი და სხვა ალერგიული პროდუქტი. თავი შეიკავეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებისგან. კარგი დღეა წყლის აბაზანისა და მასაჟისთვის.  ეცადეთ გააქტიურდეთ და მეტი იმოძრაოთ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, სახსრებს და მუხლებს, განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ ვერძს, კირჩხიბს და თხის რქას, რომელთაც სხვებზე მეტად შეაწუხებთ ძვლების და სახსრების ტკივილი.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ნაცრისფერი, ყავისფერი და კრემისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, ოპალი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისთვის, მორიელისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

  Ad desktop banner Ad mobile banner

მსგავსი თემები