LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

467
mikheil-cagareli-new

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული ქალწულის, მთვარე კი, ემოციურ, მგრძნობიარე და ინტუიტიური კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას და თვითგანვითარებას. გამოიჩინეთ ობიექტურობა და არ აჰყვეთ ილუზიებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა წარსულის გადასაფასებლად და ძველი შეცდომების გამოსასწორებლად, ვაჭრობისა და კომერციისთვის, ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან უთანხმოების მოსაგვარებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, სესხის ასაღებად და ბინის შესაცვლა.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, ზღვისა და რძის პროდუქტით. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს, ბრონქებს და ფილტვებს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი და ცისფერი, ასევე ზურმუხტი, აგატი, ოპალი, ამეთვისტო და მალაქიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ქალწულისა და თევზებისთვის, უსიამოვნებები ელით ტყუპებს და ლომს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები