მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 02:11-დან 19:36 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მეტი დრო დაუთმეთ, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, უძრავი ქონების და საოფისე ნივთების შესაძენად. არ გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური ოპერაციები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

ჯანმრთელობა – დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან თხილი, შოკოლადი და სხვა ალერგიული პროდუქტი. კარგი დღეა მავნე ჩვევების დასამარცხებლად, ხანგრძლივი სეირნობისა და ცურვისთვის, თუმცა არ ღირს მზის აბაზანის მიღება და სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, სახსრებს და ხერხემალს, კანს და თვალებს.

დღის ფერები და მინერალები – ონიქსი, ქრიზოპრაზი, აგატი, ოპალი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, უსიამოვნებები ელით ლომს და მერწყულს.

მსგავსი თემები