LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

465
cagareli-ne-fot2020-2020-01-14-09-15-48-344929

დღევანდელი დღე ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული მთვარის მიმართ, ამ პერიოდში ყურადღება ზედმეტად დუნდება, რაც შეიძლება არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. დღეს ნუ აყვებით პროვოკაციებს, კონფლიქტების ალბათობა მაღალია.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა მშენებლობისათვის, ხელსაქმისათვის, საბუთების მოსაწესრიგებლად, დალაგებისთვის და კონსულტაციების გასავლელად. ნეგატიური დღეა სიყვარულისა და ქორწინებისთვის, ახალი ნაცნობობისათვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისათვის, გამოცდების ჩასაბარებლად.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი და ელენთა, ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – ნაცრისიფერი, მწვანე,  ყითელი და ნარინჯისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ამეთვისტო და აქატი. თოფაზი, აქვამარინი ზურმუხტი და ბერილი, ეს  ქვები მათი, გამოყენების შემთხვევაში თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავენ.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თის რქისა და თევზებისათვის,  დღე დაძაბულია ვერძის, ტყუპებისა და სასწორისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები