LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

529
mixeil-cagareli-4

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 16:00-დან 19:35 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

აკონტროლეთ ამბიციები და ამპარტავნება, არ ღირს ტრაბახი და სხვებისთვის საკუთარი აზრის თავსმოხვევა, მოერიდეთ ჭორებს და ინტრიგებს, სარისკო და დაუფიქრებელ მოქმედებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ხელსაქმისა და კულინარიული ექსპერიმენტებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან უთანხმოების გასარკვევად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, მოგზაურობა და ბინის შეცვლა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ წვრილმანებზე ნერვიულობას და სიმძიმის აწევას, გაუფრთხილდით გულს და ხერხემალს,

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, წითელი, ყვითელი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, რაუხტოპაზი, ყვითელი იასპი, ბრილიანტი და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და მორიელისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები