LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1205
cagareli

მოერიდეთ საეჭვო გარიგებებს, თავი შეიკავეთ მსხვილი საყიდლებისა და ფულის უყაირათოდ ხარჯვისგან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საინტერესო ნაცნობების შესაძენად და კონტაქტების გასაფართოვებლად, ცოდნის მისაღებად და ახალი პროფესიის ასათვისებლად, აუქციონის, პრეზენტაციის და კონფერენციის მოსაწყობად. არ გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ფინანსური ოპერაციები, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. პოზიტიური დღეა მასაჟისა და ვარჯიშებისთვის, თუმცა მაღალია გაცივების ალბათობა. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხელებს და მხრებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ნაცრისფერი, კრემისფერი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ტოპაზი, სარდიონი, აქვამარინი, სარდიონი და ლაბრადორი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, უსიამოვნებები ელით კუროს და კირჩხიბს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები