LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის  14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

509
mixeilcagareli20245

გამოიჩინეთ ენთუზიაზმი და იმუშავეთ განსაკუთრებული მონდომებით, რადგან სწორედ დღეს გექნებათ კარიერული წარმატების მიღწევის შანსი.

მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს და მეგობრებისთვის საიდუმლოს გაზიარებას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გაცხადდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

პარტნიორული ურთიერთობა – მოიმატებს ნევროზულობა, განწყობის ხშირი ცვალებადობა და მიდრეკილება მოვლენების გაზვიადებული აღქმისკენ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური, საზოგადოებრი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, ოჯახური ურთიერთობის და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ხორცის, ტკბილი, მჟავე საკვების და ალკოჰოლური სასმელის მიღებას. კარგი დღეა გულის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას, თვალებს და ფეხის კუნთებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, იისფერი, ცისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი და ლაბრადორი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმარი შემდგომი წარმატების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს, მორიელს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები