მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 16:13-დან 19:45 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო, ყოფითი საკითხების გადაწყვეტას, საღამო კი, ახლობელთა წრეში გაატარეთ. მოერიდეთ სარიკო მოქმედებებს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთოდ წარიმართება ნებისმიერი ახალი წამოწყება, საბანკო ოპერაცია და ფინანსური გარიგება. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, გამოცდების ჩაბარება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ნაცრისფერი, ყავისფერი და ოქროსფერი, ასევე აგატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ოპალი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და ქალწულისთვის, მორიელისა და თხის რქისთვის, ნაკლებად წარმატებული დღე ელით მშვილდოსანს და მერწყულს.

მსგავსი თემები