მზე დღეს იმყოფება მეტად წესრიგის მოყვარული და შეუპოვარი ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში, სწორედ ეს ტენდენციები იქნება დღევანდელი დღის განმკარგველი. საქმიანობისა და ენერგიის პლანეტა მარსი გადაინაცვლებს სასწორის ზოდიაქოში.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა მნიშვნელოვანი ღონისძიებების დასაგეგმად. პარტნიორულ ურთიერთობებში მოსალოდნელია მტკივნეული პრობლემების სასიკეთოდ გადაწყვეტა. მოერიდეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას, ფინანსურ ოპერაციებს, ვაჭრობას, ქორწინებას, საკვებ რაციონში ალერგიული პროდუქტების შეტანას.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემლის ზონა, სახსრები, მუხლები და კბილები.

დღის ფერები და მინერალები – კრემისფერი, ყავისფერი, მწვანე, წითელი, ყვითელი და ნაცრისფერი მინერალებიდან გამოიყენეთ ონიქსი, აქატი, მალაქიტი და ქრიზოპრაზი. ეს ქვები გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მორიელთათვის და თხის რქათათვის, შედარებით დაძაბულია ვერძთათვის, ტყუპებისთვის, ლომთათვის და მერწყულთათვის.

მსგავსი თემები