LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

526
cagareli-misha

დღეს მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით იქნება წარმატების მიღწევა შესაძლებელი. ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას, უმჯობესია დაფიქრდეთ და კარგად დააკვირდეთ წვრილმანებს. აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ კამათს, უმიზეზოდ ეჭვიანობას, პრეტენზიების გამოთქმას და ეგოიზმის გამოვლენას. არ ღირს დაუფიქრებლად მოქმედება და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ხელმძღვანელებთან ურთიერთობისა და საკუთარი პროექტების წარსადგენად, ავეჯის და სპორტული ინვენტარის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინსნსური ოპერაციების განხორციელება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ სტომატოლოგთან ვიზიტს, არ ღირს არც პლასტიკური ოპერაციის ჩატარება. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს, კბილებს და გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, სერდოლიკი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და ლომისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს, ქალწულს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები