LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი –

684
cagareli

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენით ჩაივლის. მზე ესთეტური და ელეგანტური სასწორის, მთვარე კი, კონტაქტური და კომუნიკაბელური ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ საქმეს, ჯანმრთელობაზე ზრუნვას და გარეგნობის მოწესრიგებას. აუცილებლად გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია, რადგან მაღალია მოტყუების და შეგნებულად შეცდომაში შეყვანის, ჭორებისა და ინტრიგების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კონტაქტების გასაფართოვებლად და ახალი ნაცნობების შესაძენად, კონფერენციებისა და აუქციონის მოსაწყობად, სავაჭრო გარიგებებისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად, საკანცელარიო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, არ ღირს უძრავი ქონების ყიდვა ან გაყიდვა, სასიყვარულო ავანტურაში გაბმა, ნიშნობის და ქორწინების დანიშვნა, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა მასაჟისა და წყლის პროცედურებისთვის. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ბრონქებს, მხრებს და ხელებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ნარინჯისფერი, კრემისფერი, ცისფერი და ნაცრისფერი, ასევე ტოპაზი, აქვამარინი, სერდოლიკი, ჟადეიტი და ბერილი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – ყურადღება მიაქციეთ დღევანდელ სიზმარს, რომელიც მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი აღმოჩნდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და მშვილდოსნისთვის, უსიამოვნებები ელით ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები