LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

553
mixeil-cagareli-4

დღევანდელი დღეს ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული მთვარის მიმართ, ამ დროს, უარყოფითი მთვარის ენერგია ჩვეულებრივზე მეტად ადუნებს ყურადღებას, რაც შეიძლება არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. დღეს ასევე ახალმთვარეობაა, მზისა და მთვარის ენერგიების შერწყმა ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში მოხდება. ეს მოვლენა კი დღის განმავლობაში ტერავმულ-ავარიულ სიტუაციებს შეუწყობს ხელს. მოიმატებს კომფლიქტური სიტუაციები.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს,  ნუ აყვებით პროვოკაციებს, ნეგატიური დღეა ახალი საქმის დასაწყებად, ყიდვა-გაყიდვისთვის, ფულის გასესხებისთვის, სიყვარულისა და ქორწინებისთვის, მოერიდეთ ზედმეტ კრიტიკას.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ყელის ზონა და ელენთა. ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – თეთრი, მწვანე, ვერცხლისფერი და ნარინჯისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ ყვითელი და მწვანე იასპი, აქატი, მალაქიტი და ონიქსი. ეს  ქვები თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, დღე დაძაბულია ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულისათვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები