LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

493
mikheil-cagareli-new

ეცადეთ აქტიურად გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან მაღალია, ინტრიგების და პროვოკაციების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების დასაწყებად, ინტერიერის შესაცვლელად და ავეჯის გასაახლებლად, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, კომპიუტერული ტექნიკის და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური ოპერაციები და კაპიტალის დაბანდება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ზღვის პროდუქტით, წიწაკითა და გოგრით, მოერიდეთ თხილის, შოკოლადის და სხვა ალერგიული პროდუქტის მიღებას. პოზიტიური დღეა მავნე ჩვევების დასამარცხებლად, თუმცა არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. გაუფრთხილდით დასუსტებულ სახსრებს, ძვლოვან სისტემას და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი, მწვანე, ნაცრისფერი, ყავისფერი და კრემისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, ოპალი, აგატი და ყვითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა მორიელისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები