LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1137
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:00-დან 02:00  საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მოერიდეთ ზედმეტი პრეტენზიების გამოთქმას, კოლეგათა და ხელმძღვანელთა კრიტიკას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საარქივო მასალებთან მუშაობისთვის, თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში გასარკვევად, ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და ახალი სამსახურის მოსაძიებლად, საჩუქრების და ლატარიის ბილეთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინასური გარიგებები და ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შესაცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს, ხერხემალს და მოერიდეთ სიმძიმის აწევას, თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელის მიღებისგან.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი და ბეჟი, ასევე ბრილიანტი, სერდოლიკი, მთის ბროლი, ქარვა და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისა და მერწყულისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ კირჩხიბი, ქალწული და მორიელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები