LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1390
მიხეილ ცაგარელი

მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან მაღალია მოტყუების, შეგნებულად შეცდომაში შეყვანის ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ინფორმაციის მისაღებად და ცოდნის გასაღრმავებლად, საკანცელარიო ნივთების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, აუქციონებისა და კონფერენციების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება,

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეს ფიზიკური ვარჯიშებისა და წყლის პროცედურების ჩასატარებლად. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, რძის და ზღვის პროდუქტით, უცხიმო ხორცით და თევზით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, მხრებს და ხელებს.

დღის ფერები და მინერალები – ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ცისფერი, კრემისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ტოპაზი, საფირონი, იაგუნდი, გელიოტროპი და ამაზონიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღე ელით ლომს, სასწორს და მშვილდოსანს, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ კურო, კირჩხიბი, თხის რქა და თევზები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები