LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

549
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 09:30-დან 12:22  საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ახალმთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მოიმატებს აგრესია და დეპრესია, ტრავმებისა და ავარიების ალბათობა. ბევრს ექნება სურვილი აჰყვეს ცდუნებას და უმიზეზოდ ჩაებას კონფლიქტში. გამოიჩინეთ სიფრთხილე და ეცადეთ მაქსიმალურად მშვიდად გაიაროთ რთული დღე.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა ინფორმაციის მიღაღებად და ცოდნის გასაღრმავებლად, ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება,  უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, გარისკვა და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება.  მოლაპარაკებების გამართვა, ხელშეკრულებების გაფორმება და ახალი საქმის დაწყება, უმჯობესია შეიმუშავოთ გეგმა და მხოლოდ შემდეგ იმოქმედოთ.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს, ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს. მოერიდეთ ოპერაციის ჩატარებას. მაქსიმალურად აკონტროლეთ საკვების ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ბეჟი და ნაცრისფერი, ასევე ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქი, ქარვა და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – კარგი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, უსიამოვნებები ელით ვერძს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები