LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1083
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:00-დან 11: 00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიებისა და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ინტელექტის მმართველი პლანეტის – მერკურის 11 აგვისტომდე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა, ადამიანებში ინტუიციას, სენსიტიურობას და იუმორის გრძნობას, პატრიოტიზმს, ტრადიციებისა და ოჯახის პატივისცემას გააძლიერებს. თუმცა, ბევრს ტყუუილების თქმის სურვილი გაუჩნდება და ძალიან გაუჭირდება ნეგატიური აზრებისგან თავის დაღწევა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ავეჯის შესაძენად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. შეაფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. მეტი დაისვენეთ და მოერიდეთ გადაიტვირთვას, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართეთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ მხედველობას, ფეხის და ხელის კუნთებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ცისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ციტრინი და ამაზონიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარს და მომხიბვლელობას, დაგიცავენ ნეგატიური ძალების გავლენისგან, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმარი შემდგომი შემოსავლების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებები ელით ტყუპებს და ლომს, სირთულეებისთვის უნდა ემზადონ მორიელი და თხის რქა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები