LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

499
cagareli

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 06:14-დან  14:45 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური გავლენა, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიებისა და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ყურადღებით შეამოწმეთ ყველა დოკუმენტი, რადგან მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა, მოერიდეთ საიდუმლოს გათქმას, რადგან ნებისმიერი ინფორმაცია თქვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო-კვლევითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულტურულ-გასართობი და სპორტული ღონისძიებების, კონფენერციების და აუქციონის მოსაწყობად, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გასამართად და ხელშეკრულებების გასაფორმებლად, საბანკო და სავაჭრო ოპერაციების განსახორციელებლად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს, სასიყვარულო თავგადასავლები, ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ბრონქებს, ფილტვებს და კუჭს. კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად და კბილების სამკურნალოდ.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ცისფერი, ვერცხლისფერი, ნარინჯისფერი, ნაცრისფერი და იისფერი, ასევე ტოპაზი, ნეფრიტი, ზურმუხტი, აგატი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს. არ ღირს ნიშნობისა და ქორწინების დანიშვნა, ბინის შეცვლა და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, შედარებით რთული იქნება დღე ვერძისა და ტყუპებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები