LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

530
cagareli-sbt-2019-12-24-12-37-25-320396

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 11:29-დან 20:06 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მოერიდეთ ემოციური, იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას ფინანსური ოპერაციების განხორციელებისას და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობაში. მოაგვარეთ საკამათო საკითხები კოლეგებთან და მეგობრებთან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ახალი ნაცნობების შესაძენად და ნაცნობთა წრის გასაფართოვებლად, დაწყებული საქმის დასასრულებლად და სამომავლო გეგმების დასასახად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ცხოველების და უძრავი ქონების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს სარისკო მოქმედებები და ფულის დაუფიქრეფლად ფლანგვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ენდოკრინულ სისტემას, ყელს, ფილტვებს და ბრონქებს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ყავისფერი, ნაცრისერი და კრემისფერი, ასევე აგატი, მალაქიტი, ონიქსი, მარჯანი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა თხის რქისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და სასწორს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები