LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

544
mixeilcagareli20245

დღევანდელი დღე გეომაგნიტური ენერგიებითაა გაჯერებული, ეს ყველაფერი კი ჯანმრთელობას გარკვეულ პრობლემებს შექმნის, მიიღეთ წამლების პროფილაქტიკა და აკონტროლეთ წნევა. მოდუნდით, დღეს სიმშვიდისა და მედიტაციის დღეა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა თვითშემეცნებისათვის, მანქანის ყიდვა-გაყიდვისათვის, ნადირობისა და თევზაობისათვის, ანტიკვარიატის შესაძენად, მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურებისათვის. დღეს ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, მოერიდეთ ინტიმურ კონტაქტებს, სესხის აღებას, ნოტარიული საბუთების გაფორმებას, ბინის შეცვლას და ახალი საქმის დაწყებას.

ჯანმრთელობა

დღეს სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა და ცხვირის ზონა.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, შავი, ლურჯი და მწვანე. მინერალებიდან გამოიყენეთ ოპალი, თოპაზი, ქრიზოპრაზი, აქატი და ოფსიდიანი. ეს ქვები გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქასა და თევზებისათვის,  შედარებით დაძაბულია ვერძის, ტყუპებისა, ლომის და სასწორისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები