მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 18:39-დან 23:33 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გამოიჩინეთ პუნქტუალურობა, აღიარეთ საკუთარი შეცდომები და სცადეთ მათი გამოსწორება, გამოხატეთ მადლიერება სამყაროს მიმართ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, საათის, საოფისე და საკანცელარიო ნივთების შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ფინანსური ოპერაციები, ფულის სესხება და ვალად გაცემა, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ სტომატოლოგიურ პროცედურების ჩატარებას. თავი შეიკავეთ თხილის, თაფლის, შოკოლადის და სხვა ალერგიული პროდუქტის მირთმევისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს, ძვლოვან სისტემას, სახსრებს და კბილებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ყავისფერი, ნაცრისფერი და კრემისფერი, ასევე ქრიზოპრაზი, მალაქიტი, აქატი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და სასწორს.

მსგავსი თემები