LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

508
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 18:10-დან 00:40 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

არ ღირს შუამავლების ნდობა. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ ოფიციალური და ფინანსური დოკუმენტების გაფორმებისას, რათა არ დაუშვათ საბედისწერო შეცდომა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ახალი ნაცნობების შესაძენად და ძველ მეგობრებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, კოლეგებთან თანამშრომლობისა და კოლექტიურ პროექტების დასაწყებად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, პარფიუმერიის და კოსმეტიკის შესაძენად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მიირთვით ხილი და ბოსტნეული, მოერიდეთ თხილის, შოკოლადის და სხვა ალერგიული პროდუქტის მიღებას. კარგი დღეა ექიმის კონსულტაციის მისაღებად და მკურნალობის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი, მწვანე, ბეჟი, ცისფერი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ფირუზი და ციტრინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისა და სასწორისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები