LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

473
mikheil-cagareli

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ემოციური და მეტად მგრძნობიარე კირჩხიბის, მთვარე კი, ენერგიული და მუდამ ოპტიმისტურად განწყობილი მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

ეცადეთ შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა და თავი შეიკავოთ აგრესიის გამოვლენისგან.

პარტნიორული ურთიერთობა -კარგი დღეა რთული საკითხების განხილვისა და კომპრომისების მოსაძიებლად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასკითო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, კულინარიული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, ტურისტული ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, პრეზენტაციების გასამართად და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ფირუზისფერი, ასევე ფირუზი, სერდოლიკი, ლაზურიტი, საფირონი და ლალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს, მორიელს და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები