LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1257
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 18:00-დან 23:45 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად, ავტომობილის და უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი მოთუშული ბოსტნეულით და თევზით, მიიღეთ სითხე და მოერიდეთ თხილის, შოკოლადის, სხვა ალერგიული პროდუქტის მირთმევას. კარგი დღეა ექიმის კონსულტაციის მისაღებად და მკურნალობის დასაწყებად, მავნე ჩვევების დასამარცხებლად, წყლის და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, ხერხემალს და მუხლებს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყავისფერი, ნაცრისფერი და კრემისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აგატი, მალაქიტი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, უსიამოვნებები ელით მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები