LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

470
მიხეილ ცაგარელი

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან არაა გამორიცხული შეგექმნათ ფინანსური სირთულეები. მაღალია მოულოდნელი პრობლემების წარმოშობის ალბათობა გზაში და კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობისას. ენდეთ ინტუიციას და სპონტანურად მოქმედების უნარს. მაღალია ჭორეის და ინტრიგების, დაცინვის და მასხრად აგდების, ძარცვის და ძვირფასი ნივთების დაკარგვის ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაღწება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, ნიშნონობა და სასიყვარულო ურთიერთობის გაბმა, რადგან გრძნობები მხოლოდ ზედაპირული იქნება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, მხრებს და ხელებს.

დღის ფერები და მინერალები – ცისფერი, ნაცრისფერი, კრემისფერი, ვერცხლისფერი, ყავისფერი და იისფერი, ასევე ტოპაზი, აქვამარინი, საფირონი, ნეფრიტი, ამაზონიტი და ლაბრადორი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – სასიკეთო დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს და ქალწულს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები