LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

423
cagareli-ne-fot2020-2020-01-14-09-15-48-344929-2020-03-10-06-30-55-880338

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 04:50-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

სიყვარულის და ხელოვნების მმართველი პლანეტის – ვენერას მორიელის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა გაამარტივებს სპონსორებისგან ფინანსების და დახმარების მიღებას,  პარტნიორულ ურთიერთობაში კი, ერთის მხრივ, ურთიერთგაგება და სექსუალური მიზიდულობა, მეორეს მხრივ, წყენა, ბრაზი და სამაგიეროს გადახდის სურვილი გაძლიერდება. მოერიდეთ სხვათა კრიტიკას და გარშემომყოფებთან ურთიერთობის გარჩევას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად.

ჯანმრთელობა – პოზიტიური დღეა არომატერაპიისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალოდ. მოერიდეთ ფეხით სიარულს და დიდხანს ფეხზე დგომას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას, ფეხის კუნთებს და თვალებს.

დღის ფერები და მინერალები – ცისფერი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები,  ასევე აქვამარინი, ციტრინი, საფირონი, ცირკონი და ძოწი  გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, პრობლემების დაძლევა მოუწევთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები