LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

581
cagareli-sbt-2019-12-24-12-37-25-320396

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 22:40-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ინტელექტის და გონების, ურთიერთობებისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის დირექტულობა გაუმჯობესებს ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას, კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის პროცესს და კომუნიკაციას ადამიანებს შორის.

მაღალია ჭორეის და ინტრიგების, დაცინვის და მასხრად აგდების, ძარცვის და ძვირფასი ნივთების დაკარგვის ალბათობა. აუცილებლად დეტალურად გაარკვიეთ მნიშვნელოვან საკითხები, რათა თავიდან აიცილოთ  გაუგებრობა და უთანხმოება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინფორმაციის შესაგროვებლად და ცოდნის გასაღრმავებლად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ქორწინება და ახალი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხელებს და მხრებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ცისფერი, იისფერი, ნარინჯისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ტოპაზი, გელიოტროპი, საფირონი, გეაცინტი და ციტრინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისა და სასწორისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, მორიელს, თხის რქას და თევზებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები