LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

741
მიხეილ ცაგარელი

მზის ერთი თვით ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლით ადამიანებში დისციპლინა და ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და პრაქტიკულობა, სისუფთავისა და წესრიგისკენ მიდრეკილება, კრიტიკულობა და დეტალების ჩაძიების უნარი, მოთმინება და პასუხისმგებლობა გააძლიერდება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, რომანტიკული შეხვედრებისა და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, შემოქმედებითი და ინტელექტუალური მოღვაწეობისთვის, იდეების განსახორციელებლად და გადაუდებელი საქმეების შესასრულებლად, სპორტული და კულტურულ-გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, პარფიუმერიისა და კოსმეტიკის, ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ცხარე, მარილიან და ალერგიულ საკვებს. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებები ელით ტყუპებს, ლომს, სასწორს და მშვილდოსანს, დაძაბული იქნება დღე კუროსა და კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები