LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1408
mikheil-cagareli

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 07:31-დან 08:20 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მზის ერთი თვით მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლით ადამიანებში ერთის მხრივ, ოპტიმიზმი, კომუნიკაბელურობა და მოგზაურობისკენ სწრაფვა, მეორეს მხრივ, ეგოიზმი და სულსწრაფობა, უყაირათობა და დიქტატურისკენ მიდრეკილება გაძლიერდება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ქორწინებისა და სასიყვარულო თავგადასავლებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური მუშაობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად.

ჯანმრთელობა – პოზიტიური დღეა ექიმის კონსულტაციის მისაღებად და მკურნალობის დასაწყებად. დროებით უარი თქვით ლუდის, ცხიმიანი საკვების და ალერგიული პროდუქტის მირთმევაზე. ნუ გადატვირთავთ თირკმელებს ზედმეტი სითხით, გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, ნაცრისფერი და ბეჟი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ფირუზი, ჟადეიტი და საფირონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, ლომისა და მერწყულისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ ქალწული და მორიელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები