დღეს მზე მორიელის ზოდიაქოს ნიშანს დატოვებს და ერთი თვით მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში გადავა. ადამიანებში ერთის მხრივ, ოპტიმიზმი, კეთილშობილება, აქტიურად მოქმედების უნარი და მოგზაურობის სურვილი, მეორეს მხრივ კი, სარკაზმი, სულსწრაფობა და უყაირათობა, დიქტატურისა და ეგოიზმისკენ მიდრეკილება გაძლიერდება.

თავი შეიკავეთ საიდუმლო სასიყვარულო ურთიერთობებსა და ფარულად მოქმედებისგან, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამოაშკარავდება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქიორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ქველმოქმედებისა და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად. არ ღირს ახალი საქმის დაწყება და სამომავლო გეგმების დასახვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას. მოერიდეთ ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, იისფერი, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, ამეთვისტო, მარჯანი და გიშერი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა მორიელისა და თხის რქისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

მსგავსი თემები