LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 22  სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

519
მიხეილ ცაგარელი

დღევანდელი დღე განპირობებულია მზისა და მთვარის ერთობლივი მოქმედებით თითოეულ ჩვენგანზე, მთვარე დღეს იმყოფება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში რაც თითოეულ ჩვენგანში განავითარებს აქტიურობას, გონებამახვილობასა და კომუნიკაბელურობას, მზე კი დღეს ქალწულიდან სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს. დღეს ილოცეთ და ჩაუთქვით სურვილები.

დღეს ასევე გეომაგნიტური ენერგიებითაა გაჯერებული, რაც მეტ პრობლემებს შეუქმნის ადამინათა გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებას, მოიმატებს უგუნებობა და წნევასთან დაკავშირებული პრობლემები. დაისვენეთ და წამლების პროფილაქტიკა გამოიყენეთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა ინტელექტუალური განვითარებისათვის, შემოქმედებითი მუშაობისთვის, სამსახურის ძიებისთვის, კულინარიული საქმიანობისათვის, კარგი დღეა სამომავლო გეგმების დასაწყობად, სასამართლო პროცესების ჩასატარებლად და იურიდიული საქმიანობისათვის. დღეს მოერიდეთ სისხლის გადასხმას, ყურების გახვრეტას და მშენებლობას.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდულისა და მენჯ-ბარძაყის ზონა,  ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – ლურჯი, ცისფერი, კრემისფერი, მწვანე და წითელი. მინერალებიდან გამოიყენეთ ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, თოფაზი და ქარვა,  ეს  ქვები თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძთათვის და ტყუპებისთვის,  დღე დაძაბულია ქალწულის, მორიელის და თევზების ზოდიაქოს წარმომადგენელთათვის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები