LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

498
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:32-დან 18:35 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ტრავმებისა და ავარიების შექმნის მიზეზი.

მზის ერთი თვით ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ადამიანებში კრიტიკულობას და პედანტიზმს, შრომისუნარიანობას და დეტალების მიმართ ყურადღებას, წესრიგის, ორგანიზებულობის და დისციპლინს მოთხოვნილებას, ფულის ყაირათიანად ხარჯვის და პრაგმატულად მოქმედების უნარს გააძლიერებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ახალი შთაბეჭდილებების და ნაცნობების შესაძენად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის, პარფიუმერიის და კოსმეტიკის შესაძენად.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, ბრონქებს, ფილტვებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, ყავისფერი და ვერცხლისფერი, ასევე აგატი, ტოპაზი, მალაქიტი, მარჯანი და ბერილი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ მშვილდოსანი და მერწყული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები