LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

539
მიხეილ ცაგარელი

აკონტროლეთ ემოციები, ეცადეთ არ აჰყვეთ გარშემომყოფთა პროვოკაციას, რადგან მაღალია კონფლიქტის და დაპირისპირების ალბათობა.

 

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გასამართად, ახალი კონტაქტების დასამყარებლად და ძველი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, აუქციონის მოსაწყობად და სავაჭრო ხელსეკრულებების გასაფორმებლად, ცოდნის შესაძენად და ახალი პროფესიის ასათვისებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

 

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს, ბრონქებს, მხრებს და ხელის კუნთებს. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, მოთუშული ბოსტნეულით და ფაფით, დროებით თქვით უარი ტკბილეულის და ცომეულის მირთმევაზე.

 

დღის ფერები და მინერალები – ნაცრისფერი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, იისფერი და კრემისფერი, ასევე ტოპაზი, აქვამარინი, ამაზონიტი და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

 

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, ლომისა და სასწორისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ კირჩხიბი, თხის რქა და თევზები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები