LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

644
მიხეილ ცაგარელი

მოერიდეთ სულსწრაფობას და შეუსრულებელი დაპირებების გაცემას, ეჭვიანობას და სხვის გრძნობებზე თამაშს. აკონტროლეთ ემოციები, საკუთარი ცინიზმი და აგრესია, ზედმეტი პირდაპირობა და სარკასტული გამონათქვამები. თავი შორს დაიჭირეთ ჭორებისა და ინტრიგებისგან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარი კომპეტენციის გამოსავლენად. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – მიირთვით მეტი თხილი და რძის პროდუქტი. მოერიდეთ რენტგენის გადაღებას და სხივური თერაპიის კურსის ჩატარებას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, შავი, ლურჯი და ცისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ონიქსი, ამეთვისტო  და იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა კუროსა და თევზებისთვის, უსიამოვნებები ელით ტყუპებისა და მერწულს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები