LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

628
მიხეილ ცაგარელი

მოერიდეთ სულსწრაფობას და გაუაზრებელი გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან მაღალია შეცდომის დაშვების ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ეგოიზმის გამოვლენა და საკუთარი სურვილების პარტნიორისთვის თავსმოხვევა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ფინანსური ოპერაციები და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი უცხიმო თევზით და ხორცით, ბოსტნეულით და ციტრუსით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყავისფერი, თიხისფერი და ნარინჯისფერი, ასევე აქატი, ონიქსი, მალაქიტი, ზურმუხტი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმარი მხოლოდ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ ახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, ნაკლებად გაუმართლებს ვერძს, ტყუპებს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები