LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

602
mixeil-cagareli-4

გმოჩინეთ პრაქტიკულობა და პრაგმატიზმი. აკონტროლეთ ემოციები და აგრესია, რადგან ნებისმიერი დავა თავისუფლებად შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ დაპირისპირებაში. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და წარსულის გადასაფასებლად, ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ რენტგენსა და სხივურ თერაპიას. კარგი დღეა წყლის პროცედურებისა და იოგას ვარჯიშებისთვის.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, შავი, ცისფერი და იისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, იასპი, ზურმუხტი და ქრიზოპრაზი და ფირუზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმარი შემდგომი წარმატების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კირჩხიბისა და თხის რქისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ ლომი და სასწორი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები