LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

500
cagareli-sbt-2019-12-24-12-37-25-320396

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 00:55-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ახალი საქმის დასაწყებად და ინტერიერის განხლებისთვის, მეგობრებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და ნაცნობთა წრის გასაფართოვებლად. მოერიდეთ ფარულად მოქმედებას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამოაშკარავდება.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ზედმეტი საკვების მიღებას, კარგი დღეა დიეტის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს და ნერვულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ძოწი და ციტრინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულსა და მორიელს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები