LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

592
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 17:00-დან 00:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მოერიდეთ ექსპერიმენტებს, იმოქმედეთ მხოლოდ კარგად ნაცადი ხერხებით. თავი შეიკავეთ რისკისა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

არ ღირს ჩხუბი და კამათი, სხვათა გაკიცხვა, განკითხვა და გაკრიტიკება. ეცადეთ გამოიჩინოთ მეტი თანაგრძნობა გარშემომყოფთა მიმართ და გასცეთ მეტი სიყვარული.

პარტნიორული ურთიერთობა – ნუ ეცდებით პარტნიორის მართვას და საკუთარი აზრის თავსმოხვევას, რადგან ნებისმიერი ამგვარი მცდელობა კონფლიქტით დასრულდება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, უძრავი ქონების და საყოფაცხოვრებო ნივთების, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის შესაძენად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ყავისფერი, კრემისფერი და თიხისფერი, ასევე აქატი, ონიქსი, ზურმუხტი, მალაქიტი და ყვითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება დღევანდელ სიზმარს, რომელიც მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები