LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

565
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 08:00-დან 12:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

აკონტროლეთ აგრესია და გაჯიბრების სურვილი, რადგან ასე მხოლოდ გამოუსწორებელ შეცდომებს დაუშვებთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები გარშემომყოფებთან, მეტი დრო დაუთმეთ ოჯახურ საქმეებს და საკუთარ გრძნობებში გარკვევას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტების გასაფართოვებლად, კულინარული ექსპერიმენტებისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, პარტნიორულ ურთიერთობაში რთული პრობლემების მოსაგვარებლად და კომპრომისების მოსაძიებლად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ზედმეტი საკვების, განსაკუთრებით ცხიმიანი პროდუქტის მიღებას, სიმძიმის აწევას და ხერხემლის ზედმეტად დატვირთვას. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს და ღვიძლს. კარგი დღეა მასაჟისა და წყლის პროცედურების ჩასატარებლად.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, საფირონი, იაგუნდი, ლაზურიტი და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის, უსიამოვნებები ელით ლომს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები