LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

553
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ესთეტური, ეთიკური და საოცრად სამართლიანი სასწორის, მთვარე კი, აქტიური, ენერგიული და კომუნიკაბელური ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

მოერიდეთ კამათს და კონფლიქტებში ჩაბმას, უცნობ და საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან მაღალია მოტყუების, შეგნებულად შეცდომაში შეყვანის და გათვალვის ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ძველი კონფლიქტების მოსაგვარებლად და ურთიერთობის აღსადგენად, ყვავილების მოვლისთვის, დარგვისა და გადარგვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი თაფლით და ხილით. ნუ გაჩერდებით დიდხანს უჰაერო სივრცეში. მოერიდეთ თმის შეჭრასა და შეღებვას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს, ბრონქებს, მხრებს და ხელებს.

დღის ფერები და მინერალები – ნაცრისფერი, ნარინჯისფერი, ოქროსფერი, ცისფერი, იისფერი და კრემისფერი, ასევე ტოპაზი, აკვამარინი, ამაზონიტი, ჰელიოტროპი და გიაცინტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები