სავსემთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზისა და მთვარის კურო-მორიელის ზოდიაქალურ ღერძზე დაპირისპირებით გაიზრდება ტრავმებისა და ავარიების, ცდუნებების და შეცდომების დაშვების ალბათობა, ადამიანებში მოიმატებს სიჯიუტე, აგრესია და წყენა, ზედმეტი პირდაპირობისკენ, სარკასტული გამონათქვამებისა და დეპრესიისკენ მიდრეკილება, რაც სერიოზული კონფლიქტების და დაპირისპირებების მიზეზი გახდება.

მეტი ყურადღება გამოიჩინეთ გარშემომყოფთა მიმართ, რადგან სწორედ მათი ქცევის და თავისებურებების სწორად შეფასება დაგეხმარებათ უშეცდომოდ მოქმედებასა და მართებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში გასარკვევად, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ახალი საქმის დაწყება და სამომავლო გეგმების დასახვა, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. არ ღირს პასიურობა, ეცადეთ მეტი ისეირნოთ და იმოძრაოთ. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და ნაცრისფერი, ასევე ოპალი, გიშერი, ამეთვისტო და ონიქსი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმარი მხოლოდ 20 დღის შემდეგ ახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და სასწორს.

მსგავსი თემები