LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

613
cagareli201221

სავსემთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზის და მთვარის ენერგიების დაპირისპირება ქალწულისა და თევზების ზოდიაქალურ ღერძზე გააძლიერებს ტრავმების და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობას, აგრესიისა და დეპრესიისაკენ, ცდუნებებისა და შეცდომებისკენ მიდრეკილებას.

ეცადეთ მშვიდად, პოზიტიური განწყობით გაიაროთ დღე. მოერიდეთ ზედმეტ კრიტიკას, არ ღირს წვრილმანებს ჩაიძება, რადგან ასე მხოლოდ კონფლისქტს და გარშემომყოფების უკმაყოფილებას გამოიწვევთ. თავი შეიკავეთ რისკისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ტყუპებს, ქალწულს, მშვილდოსანს და თევზებს, რომელთაც მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარ ნერვულ სისტემას, თავი შეიკავონ ზედმეტი ემოციების გამოვლენისგან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი ნაცნობობა და ახლობლებთან ურთიერთობის გარკვევა, ახალი საქმის დაწყება და გამოცდების ჩასაბარება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას, კუჭქვეშა ჯირკვალს და ნაწლავთა სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, ყვითელი, მწვანე, ნაცრისფერი და ნარინჯისფერი, ასევე აგატი, მალაქიტი, ონიქსი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ქალწულისთვის, მორიელისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და მერწყულს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები