LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

541
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 08:19-დან 17:36 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ უფროსი თაობის წარმომადგენლების რჩევები.

გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან მაღალია შეცდომაში შეყვანის ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, სადავო საკითხებზე მოსარიგуბლად და ხელმძღვანელობისთვის თხოვნით მისამართად, კონფერენციებისა და აუქციონების მოსაწყობად, საყოფაცხოვრებო და საკომუნიკაციო ტექნიკის შესაძენად, საბანკო და ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა მასაჟისა და არომათერაპიის კურსის ჩასატარებლად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს, ბრონქებს და კუჭს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ნარინჯისფერი, ნაცრისფერი, ცისფერი და კრემისფერი, ასევე ტოპაზი, ბერილი ჰელიოტროპი, გიაცინტი და აკვამარინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა სასწორისა და მშვილდოსნისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები