LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

768
cagareli

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე დიპლომატიური და მეტად სამართლიანი სასწორის, მთვარის კი, აქტიური და ენერგიული მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებებს გაძლიერდება.

დირექტული გახდება (ანუ გაასწორებს მოძრაობას) კოსმიური ენერგიების მთავარი მმართველი – პლანეტა პლუტონი, რომელიც საერთო ენერგეტიკულ ფონთან ერთად ადამიანთა ჯანმრთელობასაც გააუმჯობესებს, ეფექტური იქნება იოგა და ექსტრასენსორული მკურნალობაც, გონებისა და ინტელექტის მმართველი მერკურის 9 დეკემბრამდე მორიელის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა კი, ერთის მხრივ, ინტუიციას და ნებისყოფას, შრომისუნარიანობას და პრინციპულობას, მეორეს მხრივ კი, ეჭვიანობას და სარკასტულობას გააძლიერებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისთვის, უცხოელებთან კონტაქტების დასამყარებლად და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ავოკადოთი და გრეიფრუტით, ვაშლით და სტაფილოთი, ბროკოლით და კომბოსტოთი, უცხიმო ხაჭოთი და მაწვნით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, სარდიონი, საფირონი, იაგუნდი და ლაზურიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მიმზიდველობას, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, უსიამოვნებები ელით კუროს, ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები