LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

348
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 17:28-დან 20:20 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება, არ ღირს პრეტენზიების წაყენება და ზედმეტად ბევრის მოთხოვნა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და სასამართლო პროცესების გასამართად, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, მსხვილი კაპიტალის დაბანდება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა,

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს, გულს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, სარდიონი, აქვამარინი, ლაზურიტი და ლალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები