მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 07:57-დან 23:14 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

დღის პირველ ნახევარში სიფრთხილე გამოიჩინეთ მგზავრობისას, რადგან მაღალია უსიამოვნებების ალბათობა. მეტი დრო დაუთმეთ სახლს და ყოფითი პრობლემების მოგვარებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად, საათის და საკანცელარიო ნივთების შესაძენად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. საგრძნობლად მოიმატებს ნევროზულობა და გაღიზიანება, არაა გამორიცხული იგრძნოთ სისუსტე და გაგიფუჭდეთ განწყობა. დროებით უარი თქვით ალერგიული პროდუქტის მიღებაზე, მიირთვით უცხიმო ხორცი, ხილი და ბოსტნეული. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს და ძვლოვან სისტემას, სახსრებს და მუხლებს, კარგი დღეა მავნე ჩვევების დასამარცხებლად, ექიმის კონსულტაციის მისაღებად და მკურნალობის დასაწყებად, თუმცა არ ღირს სტომატოლოგთან ვიზიტის დაგეგმვა.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ყავისფერი, ნაცრისფერი და კრემისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აგატი, გელიორტოპი და მალაქიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა მორიელისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის, უსიამოვნებები ელით ვერძს, ტყუპებს და ლომს.

მსგავსი თემები