LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

564
მიხეილ ცაგარელი

დღევანდელი დღე განპირობებულია მზისა და მთვარის ერთობლივი ზეგავლენით სამყაროზე. მზე დღეს იმყოფება მეტად აქტიური, მშვილდოსნის ზოდიაქოში, მთვარე კი მეტად ეთიკურ და სამართლიან სასწორში. დღეს ზედმეტ საუბრებზე დროს ნუ დაკარგავთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა მრავალფეროვანი ურთიერთობებისათვის, სადავო საკითხების გადაწყვეტისათვის, იმიჯის განსაახლებლად და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. პარტნიორულ ურთიერთობებში გაურკვევლობის აღმოფხვრა იქნება შესაძლებელი. კარგი დღეა სიყვარულისა და ქორწინებისათვის.

ჯანმრთელობა

დღეს მოერიდეთ ზედმეტი სითხის მიღებას, ასევე თხილის, ციტრუსებისა და სხვა ალერგიული საკვების მირთმევას, დღეს სუსტდება თირკმელები ყელის არე, ენდოკრინული სისტემა და კანის ზონა.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, მწვანე, ნაცრისფერი და მინერალებიდან გამოიყენეთ ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი და ციტრინი, ეს ქვები გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპების ლომსა და სასწორისათვის, შედარებით დაძაბულია კუროს, თხის რქასა და თევზებისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები