LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

400
მიხეილ ცაგარელი

საკმაოდ რთული დღეა. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას. გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება, რადგან მაღალია მოტყუების, შეცდომაში შეყვანის ალბათობა.

არ ღირს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, ეცადეთ ინტენსიურად იკონტაქტოთ ახლობლებთან.

განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ კუროს, სასწორს და თხის რქას, რომელთაც უამრავი საქმე გამოუჩნდებათ, ყველას შესასრულებლად კი, დიდი დროისა და ენერგიის დახარჯვა მოუწევთ.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება, არ ღირს ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, უძრავი ქონების და სამშენებლო მასალის შესაძენად, ყვავილების დარგვისა და გადარგვისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი უცხიმო ხორცით და თევზით, ხილით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყავისფერი, ლიმონისფერი, ცისფერი და თიხისფერი, ასევე აგატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს, ლომს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები